ახალი ამბები

საფრანგეთის პროკურატურა: A320-ის პილოტს თვითმფრინავის განადგურება სურდა

26 მარტი, 2015 •
საფრანგეთის პროკურატურა:  A320-ის პილოტს თვითმფრინავის განადგურება სურდა

მარსელის პროკურორი ბრაის რობინი “შავი ყუთიდან” მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთ-ერთი პოლოტი კაბინაში მარტო იყო და მან შეგნებულად დაიწყო დაშვება, როდესაც მეორე პილოტი შესვლას ვერ ახერხებდა.

ბრაის რობინი ამბობს, რომ  “კაბინაში აბსოლუტური სიჩუმე იყო”, როცა მეორე პილოტი ხელახლა შესვლას ცდილობდა.

“ერთ-ერთი პილოტი, ანდრეას ლუბიცი ცოცხალი იყო საბოლოო შედეგამდე”,- განაცხადა პროკურორმა.

 

ალპებში  კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავ A320-ის ორ პილოტთაგან ერთ-ერთმა დატოვა კაბინა და უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ამის შესახებ  26 მარტს, საღამოს, საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურმა ბორტის თვითჩამწერის გაშიფვრის შემდეგ განაცხადა.

 

გამოძიების მონაცემებით, კაბინიდან გამოსული პილოტი დაჟინებით აკაკუნებდა კაბინის კარზე, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ერთ-ერთმა სპეციალისტმა, ვინც ავაკატასტროფის გარემოებებს სწავლობს, გაზეთ New York Times-ს განუცხადა, რომ „შავი ყუთის“ ჩანაწერების მოსმენისას ისმის, როგორ უშედეგოდ ცდილობს პილოტი კაბინაში შეღწევას, კარის შემტვრევას.

 

თვითმფრინავმა  A320 რეისი ბარსელონა-დიუსელდორფი 24 მარტს სამხრეთ საფრანგეთში განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი