ახალი ამბები

შსს აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერებების წრის გაფართოებას გეგმავს

26 მარტი, 2015 •
შსს აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერებების წრის გაფართოებას გეგმავს

“2014 წლის პირველ მაისს ძალაში შევიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონი. ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ვითხოვთ, კერძოდ, 14 ქვეკლასი იყო და ემატება 3 ქვეკლასი. კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოვიდეს ფსიქოაქტიური ნივითერებების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან და მოხდეს იმ ნივითერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღეს არ არის შეტანილი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.” დაემატება ახალი სამი, რომელიც ახლა შემოვიდა საქართველოში”, – განაცხადა გომელაურმა. 

 

მინისტრის განმარტებითვე, ასევე დასჯადი იქნება მისი გამოყენება, შენახვა და გასაღება.

 

აღნიშნული განცხადების შემდეგ ვახტანგ გომელაურს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა – “ზოგადად მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზეა. ასე რომ, გააგძელეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი