ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული თამლიანის დედა ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს

7 ოქტომბერი, 2019 •
20 ივნისის საქმეზე დაკავებული თამლიანის დედა ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა, რუსიკო გარუჩავა ამბობს, რომ 10 დღეში შიმშილობას იწყებს. მანამდე შიმშილბა თავად ბესიკ თამლიანმაც დაიწყო.

“ჩემი შვილი ციხეში ახლა უსამართლოდ ზის. დავიწყებ შიმშილობას, თუ არ გაათავისუფლებენ. 10 დღე მიმიცია. 17 ოქტომბერს დავიწყებ,“ – უთხრა ნეტგაზეთს რუსიკო გარუჩავამ.

მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ, 12 საათზეა ჩანიშნული, 11 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.

ბესიკ თამლიანმა შიმშილობა 7 დღის წინ, 30 სექტემბერს დაიწყო.

ბესიკ თამლიანისა და რუსიკო გარუჩავას შესახებ ნახეთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი