ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 2014 წელს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ვერ კი არა, არ ჩაატარეს

26 მარტი, 2015 •
ღარიბაშვილი: 2014 წელს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია  ვერ კი არა, არ ჩაატარეს

“ჩვენ ყველა მოქალაქეს ვიცავთ და დავიცავთ მომავალშიც. ჩვენ ასე გავაკეთეთ გასულ წლებშიც და მე არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს ამ კუთხით. ეს არ არის საკითხი, რომელზეც განსაკუთრებული აჟიოტაჟის ატეხა არის საჭირო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შენიშვნაზე, რომ 17 მაისის აქცია გასულ წელს ვერ ჩატარდა, პრემეიერ-მინისტრმა უპაუხა, რომ “ვერ კი არა, არ ჩაატარეს”.

 

2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგოდ აქციის გამართვას სასულიერო პირებმა და მოქალაქეების ნაწილშა ხელი შეუშალეს და ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ.

 

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე 2014 წელს ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია არ ჩატარებულა. საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. მოეწყო მრევლის მსვლელობაც.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი