“რა თქმა უნდა, მესმის, რომ რთულია მოსახლეობისთვის, მათ ჯიბეზე აისახა ეს ყველაფერი. შემოსავალი ვისაც აქვს 1000 ლარი, 2000 ლარი, თვეში იხდიან სესხის სახით 500 ლარს, 600 ლარს. მათ უწევთ 700, 800, 900 ლარის გადახდა. ეს ძალიან კარგად მესმის, მეც მქონია სესხი და კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს, წლების წინ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სიტუაციის დასასტაბილურებლად, გავზარდოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამუშაო ადგილები”,– არიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მიმართა კომერციულ ბანკებს, მოსახლეობას გადაუვადონ იმ სხვაობის გადახდა, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო დაეკისრათ.
ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარის ყიდვისთვის 222 ლარია საჭირო.