ახალი ამბები

“ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის” – ილია II

6 ოქტომბერი, 2019 •
“ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის” – ილია II

“ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის“, – განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორემ აგრეთვე განაცხადა, რომ „ძალიან ხშირი შემთხევაა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა“.

გარდა ამისა, მან მოუწოდა მრევლს, სახლი მღვდელს აკურთხებინონ – „თვეში ერთხელ მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი“ და დაამატა, რომ წყევლა დაუშვებელია – „არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი