ახალი ამბები

ზაზა ბროლაძე: ჩვენებაში ირაკლი ალასანია არ მიხსენებია

25 მარტი, 2015 •
ზაზა ბროლაძე: ჩვენებაში ირაკლი ალასანია არ მიხსენებია

“გამორიცხულია, არანაირი კორუფციული გარიგება, მე ამას ვერანაირად ვერ დავადასტურებ. ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, ჩვენება არ მიმიცია არანაირი. გამომიძახეს მოწმის სახით და ირაკლი ალასანია არც მიხსენებია ჩვენებაში. მინისტრს დელეგირბეული ჰქონდა მოადგილეებზე და სხვა საქვეუწყებო ხელმძღვანელებზე ფუნქცია– მოვალეობები და ყველა აკეთებდა თავის საქმეს. თათბირზე ხდებოდა ყველა საკითხის განხილვა. როგორც სამინისტროს, ისე გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა იყო ჩართული ამ და სხვა თემების ტენდერებში და ხელშეკრულებებში”,– თქვა ბროლაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ. 

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი