ახალი ამბები

შსს-მ 116 კგ ჰეროინი გაანადგურა [ვიდეო]

25 მარტი, 2015 •
შსს-მ 116 კგ ჰეროინი გაანადგურა [ვიდეო]

განადგურებულ საშუალებებში შედის – 2013 წლის ივლისში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ახალციხის ტერიტორიაზე, ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით შემოსული სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 116 კგ ჰეროინი, ასევე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ამოღებული 360 აბი „სუბუტექსი“, 4,57 გრ მეტადონი, 322 გრ ჰეროინი, 0,282 გრ კოკაინი, 19 კგ 500 გრ მარიხუანა და 15 კგ კანაფი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატ…

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Tuesday, March 24, 2015

 

შს სამინისტროს ინფორმაციით,  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, რომლებზეც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში, 3 თვეში ერთხელ ნადგურდება.

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, ნარკოტიკების განადგურების პროცესს მთავარი პროკურატურის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი