09:00 – პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრება სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის 2015 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციას – „დემოკრატიის არსი – საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ თბილისი, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”
10:30-ზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ახალი ინიციატივა და სანქციები ძაღლების ყოლისთვის.
11:00 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00 საათზე, რესპუბლიკური პარტია გამართავს პარტიულ კონფერენციას „გენდერული დემოკრატიისთვის“.ღონისძიება გაიმართება ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, მე-3 პავილიონში. მის: წერეთლის #118.
11:00-ზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემები: პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პრობლემები; მთავრობის უნდობლობის საკითხი; მაჟორიტარების შემადგენლობით პარლამენტში ახალი ფაქციის შესაძლო შექმნა და სხვა მიმდინარე საკითხები.
12:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კერძო ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი, იურისტებთან ერთად ქუჩის ძაღლების დახოცვასთან დაკავშირებით და საკრებულოს მიერ კანონის მიეღებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პრესკონფერენციას გამართავს
თემა: IRI –ს კვლევები, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, პრემიერის პრესკონფერენციის შეფასება
14:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი №616
15:00 საათი -„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ პროექტის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ საქართველოში ნიკოლოზ მაღალდაძე დედოფლისწყაროს სამუსიკო სკოლის დარბაზში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდება და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავს.
15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
15:00 საათზე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები შრომით დავებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს განიხილავენ. საკრებულოს წევრები ასევე მოისმენენ ინფორმაციას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
17:00 ევროპასთან ინტეგრაციის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი