პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, თუ რა საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო უწყებაში ბროლაძის დაკითხვა. დღეს, 24 მარტს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ  პროკურატურამ “კაბელების საქმეზე” დაცვის მხარის ექსპერტი ავთანდილ გუნთიაშვლი “გაიტაცა”  და ზეწოლის შედეგად საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე უარი ათქმევინა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *