“მერიის თანამშრომლებად გამეცნენ, ჯიპებით იყვნენ მოსული მეოთხე პლატოზე, სადაც მინდორია და ქუჩის ძაღლების დიდი რაოდენობა იყრის ხოლმე თავს. სპეციალური იარაღის გამოყენებით სათითაოდ ესროლეს რაღაც ყვითელი ისრისმაგვარი ტყვიები და დააძინეს. მანამდე ძაღლების ხმამაღალი წკმუტუნი ისმოდა,”- ამბობს მარიკა მამულაშვილი.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებმა 6 ძაღლი დააძინეს და შემდეგ თავშესაფარში გადაიყვანეს.


“ამ დროისთვის ძაღლები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს”, – წერია მერიის განცხადებაში.

 

30 მარტს თბილისის საკრებულოში ცხოველთა მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტის მორიგი განხილვა უნდა შედგეს.

 

ახალ რეგულაციებს ცხოველების დამცველები ეწინააღმდეგებიან. ყველაზე დიდ პროტესტს მათში კანონპროექტის ორი მუხლი იწვევს, რომელიც “უაპტრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაციას” და “ევთანაზიას” ითვალისწინებს. 


Street dogs at a crosswalk in Bucharest; wikimedia.org
Street dogs at a crosswalk in Bucharest; wikimedia.org

 

 



 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *