IPN-ის ინფორმაციით, სამგორის რაიონის გამგებლის, მამუკა ჩოქურის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს დავით ნარმანიაც გამოეხმაურა.
“სამგორის რაიონის გამგებლის პირად ავტომანქანას გუშინ ღამე ვიღაცამ ცეცხლი წაუკიდა. მიმდინარეობს გამოძიება. მე შეფასებისგან თავს შევიკავებ. გამოძიება, დარწმუნებული ვარ, საინტერესო შედეგს დადებს, თუმცა ფაქტი არის ძალიან მძიმე და რთული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.