ახალი ამბები

ბურჯანაძე: შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ ჩვენს მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება

24 მარტი, 2015 •
ბურჯანაძე: შეგვიძლია წინასწარ მივულოცოთ ჩვენს მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება
“ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი, შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა როგორც მოგეხსენებათ, 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ, ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება”, – წერს ბურჯანაძე ფეისბუკზე, მის ოფიციალურ გვერდზე. 
 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, IRI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების” რეიტინგი 36 პროცენტია, ენმ-ს მხარს გამოკითხულთა 14% უჭერს, ხოლო თავისუფალ დემოკრატებს – 10%.

 
მეოთხე ადგილზე ლეიბორისტული პარტია 6 პროცენტით, 5-5 პროცენტს ინაწილებენ ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები.

კვლევის შედეგები IRI-ს ჯერ არ გაუსაჯაროებია, თუმცა დღეს პოლიტიკურ პარტიებს გააცნო, რის შემდეგაც ის მედიასაშუალებებშიც მოხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი