150 ადამიანიდან 144 მგზავრი იყო და ეკიპაჟის 6 წევრი. თვითმფრინავი გერმანულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას “Germanwings” ეკუთვნის, რომელსაც კომპანია “ლუფთანზა” ფლობს.
ბიბისის ინფორმაციით, ბორტზე გერმანიის 67 და 45 ესპანეთის მოქალაქე იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.