ახალი ამბები

ინგა გრიგოლია: არ მომეწონა ტელეიმედის განცხადება

24 მარტი, 2015 •
ინგა გრიგოლია: არ მომეწონა ტელეიმედის განცხადება

“არსად ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა ტელევიზიის განცხადება. “რეაქციას” ვგეგმავ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვფიქრობ ფეხის მოცვლას არსად. როგორ ეწყინებათ ეს ჩემი სტატუსი, ვისაც ეგონა, გავბრაზდებოდი და გავიქცეოდი. მეთოდები მოგიძველდათ”, – წერს გრიგოლია.  

 

“იმედის” ხელმძღვანელობის განცხადებით, გასულ კვირაში არხის ჟურნალისტების, ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა, “რაც საფუძველს მოკლებულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი