ახალი ამბები

ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და თუ საჭირო გახდება ავაშენებ პორტს – მინისტრი

3 ოქტომბერი, 2019 •
ხაზარაძისგან განსხვავებით, კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და თუ საჭირო გახდება ავაშენებ პორტს – მინისტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხაჭაპურს კარგად აცხობს და თუ საჭირო გახდება, პორტსაც ააშენებს:

“გაგიკვირდებათ და, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ხაჭაპურს კარგად ვაცხობ და საერთოდ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება, ძალიან კარგად ავაშენებ პორტს.

რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, მინდა მოვუწოდო ყველა გოგონას, ყველა ახალგაზრდასა და ქალბატონს რომ არ შეუშინდნენ ასეთი ტიპის განცხადებებს, ასეთ დამოკიდებულებას. ისწავლონ და გააკეთონ ის საქმე, რაც მათ უყვართ. მიხედონ საკუთარ ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხედონ ქვეყანას,”-აცხადებს ცქიტიშვილი.

მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილზე სექსისტური განცხადება დღეს, 3 ოქტომბერს გააკეთა: “ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი