ახალი ამბები

IDFI: მოხელის უკანონო ქმედებაზე პროკურატურაში 52 530 განცხადება შევიდა

24 მარტი, 2015 •
IDFI: მოხელის უკანონო ქმედებაზე პროკურატურაში  52 530 განცხადება შევიდა

საერთო რაოდენობიდან 10 379 განცხადების შემთხვევაში ითხოვდნენ კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებას. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს, ხოლო 6187  სხვა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

 

მიღებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ დღეის მდოგმარეობით პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია 814 საჯარო მოხელე, საიდანაც 558 თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო 256 კი, შემდგომ პერიოდში. მოცემული 558 საჯარო მოხელიდან 319–ს პროკურორის პოზიცია უკავია/ეკავა.

 

 

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციას ასევე მიაწოდა  ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.  კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 სჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი- 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას. დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.

 

საქართველოს პროკურატურამ ეს ინფორმაცია ორგანიზაციას ადმინისტრაციული საჩივრის შემდეგ მიაწოდა, მანამდე კი ორგანიზაციის მოთხოვნას არ უპასუხა:

 

“სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, რის გამოც უმოქმედობა გასაჩივრდა ადმინისტრაციული წესით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურიდან პასუხი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ბოლო დღეს იქნა მიწოდებული. ამასთან, მოთხოვნილი ინფორმაცია მოწოდებულ იქნა მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო დარჩენილ მოთხოვნებთან დაკავშრებით გაკეთდა განმარტება, რომ პრკურატურა შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებდა. მათ შორის, არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია ისეთი საქმეების შესახებ, რომელსაც იხილავდა იგივე პროკურორი, ვინც დანაშაულებრივ ქმედებაში იყო მხილებული”,- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი