ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის ციხეში ომონი შევარდა, მოშიმშილე პატიმრებს სცემა და ძალით აჭამა – მოქალაქეები

3 ოქტომბერი, 2019 • 3519
ცხინვალის ციხეში ომონი შევარდა, მოშიმშილე პატიმრებს სცემა და ძალით აჭამა – მოქალაქეები

3 ოქტომბერს, გვიან ღამით, ცხინვალის ციხეში ომონი შევარდა და მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა – ავრცელებენ ინფორმაციას ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები,  უფლებამდამცველები და ჟურნალისტები.

მათი ინფორმაციითვე, შეიარაღებულმა პირებმა მოშიმშილე პატიმრებს ძალით აჭამეს. შემდეგ კი რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა. მათ შორის ერთი, რომელმაც ვენები გადაიჭრა, ჰოსპიტალიზებულია.

 

 

ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებმა 27 სექტემბერს შიმშილობა გამოაცხადეს. იქამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, ფატიმა მარგიევამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ იზოლატორის პატიმრებმა “შიმშილით წამების” გამო შიმშილობა დაიწყეს. ასევე, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციით, პატიმრების ახლობლებს მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლიათ მათთვის საკვების შეგზავნა. შესაბამისმა სტრუქტურებმა კი განაცხადეს, რომ პატიმრების შიმშილობის საკითხს სწავლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი