ახალი ამბები

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.4%-მდე გაიზარდა – საქსტატი

3 ოქტომბერი, 2019 • 873
ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.4%-მდე გაიზარდა –  საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში ინფლაციის დონე საქართველოში 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა (თამბაქოს ჩათვლით) 6.4% შეადგინა.

სურსათიდან სექტემბერში ფასები გაიზარდა რძეზე, ყველსა და კვერცხზე- 8.1%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე- 2.7%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე- 2.3%-ით. გასულ თვეს სურსათზე ფასები, ჯამში, 3.3%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, გაზი – ამ ჯგუფში ფასების 1.3%-იანი მატება იყო.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, 12 თვის მონაცემებით, სურსათის ნაწილში ფასები ყველაზე მეტად რძეზე, ყველსა და კვერცხზე- 14.6%-ით; პურსა და პურპროდუქტებზე- 10.8%-ით; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე კი 12.6%-ით გაიზარდა. 12 თვის მონაცემებით სურსათის ჯგუფზე ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი 11.7%-ია.

საქსტატის მონაცემებით,  ტრანსპორტის ჯგუფზე ფასის 3.9%-ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი