ახალი ამბები

კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილება შედის

23 მარტი, 2015 •
კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილება შედის

სამინისტროს გამმრატებით, კანონში ცვლილებები მიმართულია კოოპერაციული შიდასაწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებისათვის,კოოპერატივების გაძლიერებისა და მდგრადობის ხელშეწყობისათვის.

 

კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, განმარტავს უწყება.


კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები – Oxfam, People in Need, Care International, Mercy Corbs, UNDP, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირის ატაშე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის – ხუან ეჩანოვე.

 

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი