ახალი ამბები

ივანიშვილი: თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმზე, 20/30 -ის ჯგუფი მოახდენს რეაგირებას

22 მარტი, 2015 •
ივანიშვილი: თუ გავრცელდება ინფორმაცია ნეპოტიზმზე, 20/30 -ის ჯგუფი მოახდენს რეაგირებას

“თუ ისევ იქნება ისეთი ფაქტი, როგორც იყო ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში, მთავრობა რეაგირებას აუცილებლად მოახდენს” -განაცხადა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი ძალის მქონე ფიგურაა დღევანდელი კონსტიტუციით, მისკენაა მზერა საზოგადოების და მისგან უნდა იწყებოდეს პირველ რიგში კანონის დაცვა:

 

“ვისაც მეტი აქვს ძალაუფლება, კანონიც პირველ რიგში მან უნდა დაიცვას. ჯანყარაშვილის თაობაზე განმარტებები მანაც გააკეთა, მეც მომიწია კომენტარის გაკეთება. როდესაც საზოგადოებისთვის აღარ იყო მისაღები, პრემიერმა გააკეთა დასკვნა და მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის ის, რაც ხდება ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში. კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევა, ამას მოჰყვება რეაქცია. ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ყოველთვის გვექნება კონტროლი ნეპოტიზმზე”.

 

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია. მან აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის აპრილში დატოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი