აშშ-ის საელჩომ სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებისთვის შენობის რეაბილიტაცია დააფინანსა. შესაბამის ინფორმაციასა და ფოტოს საელჩოს გვერდი ფეისბუკზე ავრცელებს.
“მესაზღვრეებს, ხშირად უწევთ მუშაობა ყველაზე რთულ პირობებში. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი საცხოვრებელი და სამუშაო ინფრასტრუქტურა იყოს თანამედროვე და კომფორტული. ამერიკის მთავრობის დაფინანსებით დღეიდან სასაზღვრო სექტორ ხრიანის მესაზღვრეებს სრულიად ახალი და მათ საჭიროებებზე მორგებული შენობა მოემსახურება.
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით საქართველოში უკვე ცხრა ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნა და კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.