ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მიცემული 1,2 და 3% -იანი კრედიტები ეს პრაქტიკულად “უფასო ფულია”:
“საზოგადოებას ვპირდებოდი, რომ იქნება 1-წლიანი და 7-წლიანი კრედიტები და 100 ახალი საწარმო გაკეთდებოდა და მათ ექნებოდათ შეღავათიანი კრედიტები. რა თქმა უნდა, 800 მილიონამდე შევიდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში, რასაც არავინ არ ამბობს. ეს არის მთავარი. მზაობა კიდევ არის, სადაც ვღებულობდი მონაწილეობას მთავრობასთან. დღესაც ეჭვი აქვს საზოგადოებას, რომ მე ვმართავ მთავრობას, მაგრამ ეკონომიკის მიმართულებით ყველაზე აქტიური ვიყავი და ყველაზე მეტი ცოდნაც მაქვს. კიდევ ძალიან დიდი პროექტი მზადდება მთავრობის მიერ, რაც მეტ ფულს შეიტანს პროექტების დონეზე. მე არ დავასწრებ, ალბათ თვითონ გააკეთებენ განცხადებებს.”
ივანიშვილის განცხადებით, კიდევ მეტი იქნება “უფასო ფული”:
“ეს ეკონომიკური ტერმინი არ არის, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს თავხედურად დაამახინჯოს და გადაიყვანოს იუმორისტულში, თვითონ ხდებიან სასაციოლოები და ცოდოები არიან. სულ ამბობდნენ, სად არის 100 საწარმო? სად არის დაპირებები? ახლა როგორ მიატოვეს? ნახეს, რომ გაკეთდა. სწორედ 800 მილიონამდე ეს იაფი და უფასო ფული ბევრ ადგილებში შევიდა. როცა სესხზე 1-2 და 3 % -ია გადასახდელი, ეს პრაქტიკულად უფასო ფულია. თანაც სამომხმარებლო კრედიტებიც, რაც ყველაზე მეტად უჭირდა სოფლის მეურნეობაში ბიზნესმენებს. გავაანალიზოთ, ვისაც სურვილი აქვს. ეს უფასო ფული კიდევ მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას. მთავრობა მაქსიმალურად აქტურობს. თუ ვინმეს აქვს ეჭვები, რომ ვმართავ, ვმონაწილეობ მხოლოდ ამ ნაწილში. ეკონომიკის მინისტრსაც არ ვაცდენ ხშირად და ისე ვახერხებ თანამშრომობას დაბალ დონეზე. რომ როგორმე ეკონომიკა დაჩქარდეს. აქ აქტიური ვარ. არ მგონია, რომ ზეგავლენას ვახდენ რამეზე და მართვაში ვერევი.”