“საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, რომ საქართველოში აღდგეს სამართალი. თუ არ იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი იქნება გადაჭარბებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა. დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს გარეშე სამართლიანობა ვერ აღდგება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს ექსპრემიერის გამცახდებით, საქართველოში მოხდა უზენაესი მოსამართლის არჩევა ისე, როგორც ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში:
“ეს მისასალმებელია და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს სწორი განვითარებისთვის. ეს დააჩქარებს იმ პროცესებს, რომელსაც ელოდება საზოგადოება. ჩვენ თუ არ გვინდოდა მიგვეღო მსგავსი, რაც მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს, ეს იყო სწორი გზა. ვცდილობდი სასამართლოს მხარდაჭერას, ხელფასების მომატების ინიციატორი მე ვიყავი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი როგორ ღებულობდნენ ჩემს მიმართ გადაწყვეტილებებს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კორექტულობა დამეცვა. ასეთი მოპყრობით მოსამართლეებს ვახსენებდით, რომ სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს”.