ახალი ამბები

“თერგის” ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია – სამაშველო

2 ოქტომბერი, 2019 •
“თერგის” ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია – სამაშველო

თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

“ადგილზე მუშაობს 80-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია ყველა საჭირო ზომა, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი