ახალი ამბები

დინამოს სტადიონთან, ბაზრობა “თერგის” საწყობში ხანძარია [LIVE]

2 ოქტომბერი, 2019 • 2246
დინამოს სტადიონთან, ბაზრობა “თერგის” საწყობში ხანძარია [LIVE]

“დინამოს სტადიონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცაბაძის 8 ნომერში, ბაზრობა თერგის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

“იწვის საწყობი. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო ჯგუფი დამატებითი სახანძრო ძალები გზაში არიან”, – უთხრეს ნეტგაზეთს სახანძრო სამსახურში.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სათამაშოების მაღაზიის საწყობში გაჩნდა. მიმდინარეობს ბაზრობის ევაკუაცია.

ცეცხლი დაახლოებით 10:30 საათზე გაჩნდა. ღია ცეცხლის გამო მეხანძრეები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, რა ტერიტორიაა დამწვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი