ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახური 5 ოქტომბრიდან გავა ეთერში.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილია. “ფორმულა ნიუსის” ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შორის არიან: სოფო ზურაბიანი, დავით ქაშიაშვილი, მარტა ქურასბედიანი, თამარ ჭავჭავაძე, სოფო ვარდიაშვილი, მაკა ფანქველაშვილი, ქეთი ნადიბაიძე, ნანა ინწკირველი.
“ფორმულა ნიუსის” დილის გამოშვებას სალომე ნინუა წაიყვანს, 12:00- საათიან ეთერს – შოთა დიმიტრიშვილი, 14:00 და 17:00 საათზე – თამარ დემეტრაშილი. დღის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება 20:00 საათზე გავა ეთერში და მისი წამყვანი ელისო ჯარიაშვილი იქნება.