“მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოვასწარით”, -წერს ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და ერთობლივ სელფს აქვეყნებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სხვა ქვეყნის ლიდერები ჩანან.
დღეს ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ლიდერთა სამიტი გაიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანიც იმყოფებოდნენ.