“2003 წელს ჩვენ დავდექით ერთად, რომ საქართველო გადაგვერჩინა იმ ჯოჯოხეთისგან, რომელშიც იმყოფებოდა მთელი 90-იანი წლები, უძრაობის ჭაობიდან, უპერსპექტივობისგან. ამავე ადგილზე ვიყავით შეკრებილი იმ დიდი მოვლენების წინ. დღეს ბევრი ახალი ადამიანი შემოგვიერთდა. სამწუხაროდ, დღეს იგივე მიზანი გვამოძრავებს, რაც გვამოძრავებდა 2003 წელს. ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, დღეს ისევ გაგვაერთიანა იმ ამოცანამ, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ დამანგრეველი მთავრობისგან, რომელსაც ქრონიკულად არ შეუძლია აღმშენებლობა და შეუძლია მხოლოდ ნგრევა”,- თქვა სააკაშვილმა.
ამ წუთებში [18:00] თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის გადაყენების მოთხოვნით აქციას მართავს.