ახალი ამბები

ადვოკატი: კობა კობალაძემ „რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

21 მარტი, 2015 •
ადვოკატი: კობა კობალაძემ „რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო

პაქსაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ დაავალდებულა შაბათს, საღამოს ეთერში, 21 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში უარყოს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია და გამოაქვეყნოს სასამათლოს სარეზოლუციო ნაწილი.

 

ადვოკატ ემზარ პაქსაძის თქმით, თუ „რუსთავი 2“ სასამარლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს, შემდეგ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

 

„პატივისა და ღირსების შელახვისათვის კანონი ბოდიშის მოხდას აღარ ითვალისწინებს, ამიტომ სასამართლომ „რუსთავი 2“- ს დაავალა უარყოს მიხროვანის ამბოხთან დაკავშირებით 2014 წლის 1 თებერვალს გასული სიუჟეტით გავრცელებული ინფორმაცია. რაც შეეხება კომპენსაციას, ჩვენ ვითხოვდით მილიონ ლარს იმ მოტივით, რომ ეს ფული მოხმარდებოდა ომში დაზარალებულ გმირებს,“ – ამბობს პაქსაძე.

 

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო განხილვისას მოსარჩელე მხარემ მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ტელეკომპანიის შემოსავალმა 34 მილიონი ლარი შეადგინა:

 

„ჩვენ ეს ინფომაცია გამოვითხოვეთ და სასამართლოს წარვუდგინეთ, თუმცა სასამართლომ „რუსთავი 2“-ს 5 000 ლარის გადახდა დააკისრა“.

 

ადვოკატის თმით „რუსთავი 2“-ის ეთერით გადაცემული სიუჟეტი თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო აგებული და ამის თაობაზე დაზარალებულმა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა“. მისი თქმით, ქარტიამ ამ საქმეზე „რუსთავი 2“-ის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოტანა. ადვოკატის ინფორმაციით სიუჟეტში კობა კობალაძე ამბოხების ერთ-ერთი მეთაურად იყო მოხსენიებული, რის გამოც, ის ციხეში 4 წელი იჯდა და ახალი ხელისუფლების პირობებში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი