ნეტგაზეთი | რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, ზურა ჯაფარიძე ფერადი მანქანით ტაქსაობს რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, ზურა ჯაფარიძე ფერადი მანქანით ტაქსაობს – Netgazeti
RU | GE  

რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, ზურა ჯაფარიძე ფერადი მანქანით ტაქსაობს

ტაქსებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედების მიუხედავად, რომლითაც  ამ ტიპის ტრანსპორტი მხოლოდ თეთრი შეფერილობის უნდა იყოს, “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე თბილისში ფერადი ტაქსით მოძრაობს და მგზავრები გადაჰყავს. ახალი რეგულაციით, სხვა ფერის ტაქსზე, გარდა თეთრისა, არ შეიძლება ტაქსის მანიშნებელი ტრაფარეტის განთავსება.

ჯაფარიძის თქმით, მისი მიზანია გაიგოს, თუ როგორ ხდება საკითხის ადმინისტრირება, ხოლო რაც შეეხება მის პოზიციას აღნიშნულ რეგულაციებზე, ამბობს, რომ ადამიანის იძულება, პირადი საკუთრება მხოლოდ იმიტომ შეღებოს, რომ სხვა პირებს ემსახურება, სახლემწიფოს მხრიდან მავნებლობაა:

“ჩემი მანქანა ძალიან შორსაა თეთრიდან, მუქი ნაცრისფერია. ტაქსის ტრაფარეტი მიდგას და ვეცდები ვიღაცები ჩავისვა. მაინტერესებს, ვინ ახდენს ამის ადმინისტრირებას. პატრულმა უნდა გამაჩეროს და დამაჯარიმოს, თუ ზედამედველობის სამსახურმა”, – ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის თქმით, ეს რეგულაცია შეეხო 23 000 ავტომობილს, ამდენიმა ადამიანმა მიიღო ვაუჩერი და აპირებს მანქანა თეთრად გადაღებოს.

“არავის საქმე არაა, ჩემი მანქანა რა ფერია, არავის საქმეა, ჩემი მანქანით ვის რა მომსახურებას გავუწევ. სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და იძულება, რომ მათ საკუთარი საკუთრება თეთრ ფერად გადაღებონ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სხვა ადამიანებს ემსახურებიან, მავნებლობა და უაზრობაა” ,- ამბობს ზურა ჯაფარიძე.

მოგვიანებით, ზურა ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე დაწერა, რომ ტაქსის ტრაფარეტის დადგმის გამო მართვის მოწმობიდან 20 ქულა დააკლეს.

დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სიარულისა და ერთი მგზავრის გადაყვანის შემდეგ ლიცენზიისა და თეთრი ავტომობილის არქონის გამო ჯაფარიძე საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.