ახალი ამბები

გივი თარგამაძის პოლიციელთან თანამშრომლობის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20 მარტი, 2015 • • 976
გივი თარგამაძის პოლიციელთან თანამშრომლობის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს  გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ახდენდნენ  ამ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ  მიმართა პროკურატურას და შსს-ს,  გამოძიონ დეპუტატ გივი თარგამაძისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის თანამშრომლობის საქმე, რისთვისაც შსს-ს გენინსპექციამ ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი