როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი რჩება თავის აზრზე დავით ნარმანიას მენეჯერულ თვისებასთან დაკავშირებით:
“ნარმანია არის მეთოდური, მე ვფიქრობ, ევროპული ტიპის მენეჯერი. ქართულ ხასიათს და ჩვენს მდგომარეობას შეიძლება ბოლომდე არ ერგება ჯერ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მას რეალობის გათვალისწინება და ცოტა მეტი ფორსირება მოუწევს თავისი მენეჯერეული თვისების. ნარმანია იყო არჩეული იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ახალი ტიპის მართვის სიმბოლო”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ნარმანიას სტილი მომავალში იდეალური იქნება.
გუშინ, 19 მარტს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა დააკავეს.