ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას მონიტორინგს გაუწევს

20 მარტი, 2015 •
ომბუდსმენის აპარატი “ნაციონალური მოძრაობის” აქციას მონიტორინგს გაუწევს

“სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ღონისძიების მიმდინარეობისას დააკვირდება სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება. 

 

პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის მსხვერპლი, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დარეკონ   საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15″, -წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

ხვალ, 21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს. აქცია 14 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი