“ვინც ძალადობდა, ისინი გამოდიან დღეს ქუჩაში და თავისუფლად გაივლიან. ეს არის ჩვენი მთავარი დამსახურება, ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
აღნიშნული განცხადებით ივანიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე ჟურნალისტებს მიმართა.
21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.