ახალი ამბები

“საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან?” – სააკაშვილის განმარტება ქრისტიანობაზე ხაზგასმაზე

30 სექტემბერი, 2019 •
“საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან?” – სააკაშვილის განმარტება ქრისტიანობაზე ხაზგასმაზე

“მინდა ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გუშინ გაუკვირდა ხაზგასმა ჩვენს ქრისტანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო?”, – ამ განცხადებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

29 სექტემბერს, კვირა საღამოს, „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიასთან და ეკა კვესიტაძესთან გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ასე გააკრიტიკა:

„რაც შეეხება ბატონ ბოკერიას, აქ არ არის პიროვნული განსხვავებები, აქ არის ფუნდამენტური განსხვავებები. მე ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან“.

დღეს სააკაშვილი თავის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ახლოს იყვნენ იმ ხალხთან, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც, მისი თქმით, ტრადიციულ ღირებულებებს იზიარებს. თუმცა, მისივე თქმით, ტრადიციული ღირებულებები არ გამორიცხავს ინოვაციურ მიდგომებს.

“ვართ ტრადიციულები და ინოვაციურები ქმედებებში. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი