2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 35 მილიონი ლარით იზრდება და 880 მილიონს შეადგენს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თითქმის ყველა ბაზაზე დაიწყება ინფრასტუქტურის განახლება, ასევე, გაუმჯობესდება ჯარისკაცების ეკიპირება.
ღარიბაშვილის თქმით, 20 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ხელფასების ზრდაზე – 100-დან 500 ლარამდე გაიზრდება ხელფასები წოდებების და რანგის მიხედვით.
“სამხედრო მრეწველობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩემი მინისტრობისა და ჩვენი ბიუჯეტის. ასევე, გვექნება მნიშვნელოვანი იდეა განათლების მიმართულებით და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. გვინდა დავამუშაოთ იდეა, რომელიც იქნება ფრონტ ოფისის გამოტანა და მისი გახსნა ყველა რაიონში, რაც ითვალისწინებს წვევამდელების რეფორმას. წვევამდელებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბიუჯეტი განისაზღვრა 880 მილიონი ლარით. გასულ წელს იყო 820 მილიონი ლარი, წელს არის 845 მილიონი ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.