ახალი ამბები

,,m2 უძრავი ქონება’’ 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციებს უშვებს

20 მარტი, 2015 • 1643
,,m2 უძრავი ქონება’’ 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციებს უშვებს

ბოლო 12 თვის განმავლობაში, m2 მომხმარებელს უკვე მესამედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები m²–ის ობლიგაციებში და, შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს. ხსენებული ორწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება. m2-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ“-მა განახორციელა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი m2-ის ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში. ეს არის ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის ყველაზე მსხვილი საჯარო განთავსება.

 

მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მოთხოვნამ გადააჭარბა კიდეც მიწოდებას. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები,“ -განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m²–ის ობლიგაციების რიგით მესამე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. წინა ორი გამოშვების მსგავსად, m²–ის ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა,  რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მომხმარებლის მხრიდან m²–ის მიმართ არსებული მაღალი ხარისხის ნდობას. დეველოპერული კომპანია m² განაგრძობს ახალი, ინოვაციური პროექტების განვითარებას და  მომხმარებლის სხვა და სხვა საჭიროებაზე მორგებული შეთავაზებების შექმნას,“ განაცხადა დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ბურდილაძემ.

 

m²–ის ობლიგაციის შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ინვესტიციების მართვის კომპანიას „გალტ & თაგარტ“: www.gt.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი