სრული მზის დაბნელება ფიქსირდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და მისი ჩრდილი დედამიწას ეფინება. მსგავსი დაბნელება მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება და იშვიათ მოვლენად მიიჩნევა. თითოეული გეოგრაფიული ლოკაციისათვის ის სამ საუკუნეში ერთხელ ხდება.
პარასკევის დაბნელება ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილსა და არქტიკის ოკეანის ტერიტორიაზე დაფიქსირდება, ამიტომ მისი დანახვის შესაძლებლობა ბევრს არ ექნება. ევროპის დიდი ნაწილი და აფრიკის ჩრდილოეთი მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელების მოწმე გახდება.
მზის სრულ დაბნელებას ემთხვევა ასევე გაზაფხულის ბუნიობა, რომელიც გაზაფხულის ოფიციალურ დასაწყისად მიიჩნევა. ეს ორი მოვლენა ერთმანეთს 2034 წლამდე აღარ დაემთხვევა.
ასევე 20 მარტს მთვარე დედამიწას მოუახლოვდება და დაახლობით 15%-ით უფრო დიდი გამოჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ. ამ მოვლენის დანახვას ყველა ვერ შეძლებს. მზის დაბნელება მხოლოდ ახალი მთვარის გამოსვლისას ხდება. ამ შემთხვევაში მთვარის სილუეტის დანახვას მზის დისკოზე იქნება შესაძლებელი.
National Geographic-ის ცნობით, მზის სრული დაბნელება თბილისის დროით 11:41სთ-ზე დაიწყება, სრულ ფაზას 13:45სთ-ზე მიაღწევს და 15:50 სთ-ზე დასრულდება.
ყველაზე დიდხანს, 2 წუთის განმავლობაში მისი დანახვა ფარის კუნძულებიდან იქნება შესაძლებელი.
