ახალი ამბები

შსს-ს ცნობით,ზუგდიდში კაცის მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს

28 სექტემბერი, 2019 •
შსს-ს ცნობით,ზუგდიდში კაცის მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში კაცის მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს.

შსს-ს ცნობითვე, გამოძიება განზრახ მკვლელობის სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიაყენა, მიღებული ჭრილობებით დაშავებული გარდაიცვალა,”-წერია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი