ახალი ამბები

ხადური transparency-ზე: ვისურვებდი, ბიუჯეტზე საუბრისას მეტი პროფესიონალიზმი გამოეჩინათ

19 მარტი, 2015 •
ხადური transparency-ზე: ვისურვებდი, ბიუჯეტზე საუბრისას მეტი პროფესიონალიზმი გამოეჩინათ

“ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ორგანიზაცია აკეთებს აბსოლუტურად არაპროფესიონალურ განცხადებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსით შემოსული გადასახადების ნაწილი მიემართება დაბრუნების ქვეანგარიშზე. ბიუჯეტი იყო გადაჭარბებით შესრულებული. იმის აუცილებლობა, რომ ეს თანხა მიმართულიყო ბიუჯეტში, აღარ იყო და პირიქით, ამ თანხით არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა ბიუჯეტის დეფიციტი. ასე რომ, აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები. ყველა დონეზე, საქართველოს პარლამენტშიც, მთავრობაშიც, პრესით, ტელევიზიით, ჩვენ ვაკეთებდით განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბოლო დღეებში შემოსული გადასახადებიდან 27 მილიონით ლარით გადაჭარბდა ბიუჯეტი. ხოლო 80 მილიონი ლარი მიემართა დაბრუნების ქვეანგარიშზე. ვერ გავიზიარებ ამ ორგანიზაციის დასკვნას და ვისურვებდი, რომ ბიუჯეტზე საუბრისას ცოტა მეტი პროფესიონალიზმი გამოეჩინათ”, – განუცხადა ნოდარ ხადურმა დღეს, 19 მარტს ჟურნალისტებს.


გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი