“მე მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს გენინსპექციამ გაათავისუფლა ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელი, რომელიც, როგორც გაირკვა, სრულიად ფარულად უკანონოდ აწვდიდა ინფორმაციას პარლამენტის წევრს, ბატონ თარგამაძეს.
მე მინდა მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფაქტის შესწავლა გამოძიება და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინონ რეაგირება კანონდარღვევაზე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი, ვინც არ უნდა იყოს ის, იქნება ეს პარლამენტის წევრი თუ მთავრობის წევრი. დღეს საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა და იქნება ეს პარლამენტის წევრი თუ ვინც, მან კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით, ვინაიდან ეს არის შეურაცხმყოფელი პოლიციელებისათვის. იქნება ეს პარლამენტაის წევრი თარგამაძე? – მან კანონის მთელი სიმძაფრით უნდა აგოს პასუხი, ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი პოლიციისთვის. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ გამოძიება, ეს არის დაუშვებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი უკანონოდ იპოვებდეს ინფორმაციას პოლიციელისგან, მინდა აქვე ვთქვა, რაც უფრო დროულად მოხდება ასეთი უღირსი პოლიციელების გამოვლენა და დასჯა კანონის შესაბამისად, იქნება საუკეთესო გამოსავალი,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.