“რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს კანონიერი ქურდის ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო”, – აცხადებს თარგამაძე.
მისი თქმით, შშს-მ ამით დაადასტურა, რომ “ყველა ინფორმაცია უკანონო კვეთებთან დაკავშირებით კანონიერი ქურდებისა, არის სიმართლე და ნაცვლად იმისა რომ გამოიძიონ და დასაჯონ კანონის დამრღვევები, ებრძვიან იმ პოლიციელებს, ვისთვისაც მუნდირი და პოლიციელის ღირსება, რომ ებრძოლონ დანაშაულს, არის უმთავრესი”.
შსს-ს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.