ახალი ამბები

რუსეთში პოლიციელთა შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება შესაძლოა ჯარიმის საფუძველი გახდეს

27 სექტემბერი, 2019 •
რუსეთში პოლიციელთა შეურაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება შესაძლოა ჯარიმის საფუძველი გახდეს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალებისა და პოსტების დაბლოკვა იქნება შესაძლებელი, თუ მათში ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიმართ “ღია უპატივცემულობა” იქნება წარმოჩენილი. როგორც “მედუზა” წერს, ამავე კანონპროექტის მიხედვით, ასეთ მასალის ავტორი დაჯარიმდება კიდეც.

როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტის აღწერაში საუბარია “მექანიზმის ინდივიდუალიზაციაზე”, რასაც “მედუზას” ცნობით, მასალების დაბლოკვის შესახებ კანონი მოიცავს და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფას ეხება. ახალი კანონის საჭიროება კი დოკუმენტში “პოლიციელის ღირსების შელახვისგან დაცვის” აუცილებლობაა დასახელებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი