ახალი ამბები

“სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის” ჩვენება რუსთაველზე ბავშვების თანდასწრებით [ფოტო/ვიდეო]

19 მარტი, 2015 • • 1333
“სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის” ჩვენება რუსთაველზე ბავშვების თანდასწრებით [ფოტო/ვიდეო]

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წევრებიც, რომლებიც რუსთაველზე მსვლელობას მართავდნენ. დემონსტრანტები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ ენმ-ს 21 მარტის აქციაზე არ მივიდნენ. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა გია კორკოტაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლებასთან კითხვებია დასასმელი, ამას ისევ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ის ადამიანები გააკეთებენ, რომლებმაც კოალიცია ხელისუფლებაში მოიყვანა, და არა ენმ-ს წევრები, რომელთაც ხელისუფლების შეცდომებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ”.


სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის წარმომადგენლები კი 21 მარტს, 14:00 საათზე სამებასთან აპირებენ შეკრებას, “საიდანაც დააკვირდებიან, რომ ენმ-მ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გადაუხვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპოზიციურ პარტიას ძალასაც დაუპირისპირებენ”.


დღევანდელ დემონსტრაციაზე შეკრებილებს ენმ-ს მმართველობის შესახებ “ყველა თაობა საქართველოსთვის” მიერ გადაღებული ფილმიც უჩვენეს, რომელშიც ე.წ. ციხის კადრებიცაა ასახული. ღია ცის ქვეშ გამართულ ჩვენებას არასრულწლოვნებიც ესწრებოდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია სალუქვაძემ, ნეტგაზეთის შეკითხვას, აპირებდნენ თუ არა ისინი პრევენციული ზომების მიღებას იმისათვის, რომ ბავშვებს კადრები არ ენახათ, უპასუხა, რომ რუსთაველის გამზირი საჯარო სივრცეა, სადაც მისვლას ვერავის აუკრძალავ. მისი თქმით, ბავშვების იქ მიყვანის ან არმიყვანის პასუხისმგებლობა მშობლებზეა. ჟურნალისტების შეკითხვამ მშობლების გაღიზიანება გამოიწვია და მათ ზემოხსენებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.




აქციის მონაწილეები უყურებენ სააკაშვილზე მომზადებულ ფილმს - 19.03.15
აქციის მონაწილეები უყურებენ სააკაშვილზე მომზადებულ ფილმს – 19.03.15


მასალების გადაბეჭდვის წესი