ახალი ამბები

ლარი დოლართან 2.5 თეთრით, ევროსთან კი 2.8 თეთრით გამყარდა

27 სექტემბერი, 2019 •
ლარი დოლართან 2.5 თეთრით, ევროსთან კი 2.8 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.5 თეთრით გამყარდა და ლარის ოფიციალური კურსი 2.95 ლარი გახდა. დღეს, 27 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ლარი 2.8 თეთრით გამყარდა ევროს მიმართაც და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.22 ლარი გახდა. სებ-ში სავალუტო რეზერვების გაყიდვას ინფლაციით ხსნიან: “ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.” საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა სექტემბრის დასაწყისშიც. შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი