ახალი ამბები

ენმ-ს წევრებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

19 მარტი, 2015 •
ენმ-ს წევრებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

ფრაქციის თავმჯდომარის  გიორგი კირთაძის განცხადებით, ფრაქცია ამ ფორმით ოპოზიციის მიმართ კვერცხებით ბრძოლას და პირად შეურაცხყოფას აპროტესტებენ:

“ეს ხალხი თქვენი დანიშნულია თანამდებობებზე და ერმაკოვი  [ბათუმის მერი] მფარველობს მათ,” – განაცხადა კირთაძემ.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ძალადობას და კვერცხების სროლის ფაქტს გმობს, თუმცა კარგი იქნებოდა შვიდ ნოემბერსაც კვერცხები ესროლათ ხალხისთვის და არ ეცემათ: “მე ვგმობ ამ ფაქტს, მაგრამ ხალხს პროტესტის გამოხატვას ვერ ავუკრძალავ,” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ნაციონალური მოძრაობის წევრს კვერცხები ესროლეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი