ახალი ამბები

პრემიერი: სააკაშვილზე გადაღებული ფილმის ჩვენებაზე ბავშვები გამიზნულად მიიყვანეს

19 მარტი, 2015 •
პრემიერი: სააკაშვილზე გადაღებული ფილმის ჩვენებაზე ბავშვები გამიზნულად მიიყვანეს

“ქალაქ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს “თავისუფალი ზონის” მხარდამჭერებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს. მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა და ამ ფილმის ჩვენება. შემდეგ აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ ბავშვები აღმოჩნდნენ ამ დარბაზში… არა იმაზე, თუ როგორ ექცეოდნენ წლების განმავლობაში ბავშვებს ციხეებში.  როგორ აწამებდნენ და აუპატიურებდნენ ბავშვებს ციხეებში”, – ამბობს ღარიბაშვილი. 


იგი ასევე გამოეხმაურა ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც ენმ-ს ოფისსა და ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილის არასამთავრობოს შენობას თავს დაესხნენ:


“რაც შეეხება ზუგდიდში მომხდარ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ დავგმეთ იქ განვითარებული მოვლენები. ძალადობას არავინ მიესალმება და ეს ჩვენთვის უაღრესად მიუღებელია, მაგრამ აქვე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ დაიგეგმა. მოხდა პროვოცირება: ქვები და ხელკეტები დაუშინეს აივნებიდან. რეაქცია, ბუნებრივია, ძალიან ცუდი და ნეგატიურია, მაგრამ ამ ხალხს აქვს ღირსება და თავმოყვარეობა. საზოგადებამ 9 წელი აიტანა ის ძალადობა და რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული. არ ვაპირებთ, კიდევ დავუშვათ ძალადობა. ამას არ სჭირდება ზედემტი დრამატიზება და, მით უმეტეს, რაღაც გამოძიების… რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოიძიოს [შსს] სამინისტრომ, რომ კარგად გაირკვეს, თუ ვინაა დამნაშავე, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს იქ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი