ახალი ამბები

ანონსი – 19 მარტი

19 მარტი, 2015 •
ანონსი – 19 მარტი

09.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება

 

10:30-ზე ადვოკატები და უფლებადამცველები ლექსო კობაოძე და ნიკა მემანიშვილი  საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: 21 მარტის აქცია – ვინ და რა თანხას იხდის აქციაში მონაწილეობისთვის და რას სთავაზობენ უფლებადამცველები თანხის სანაცვლოდ აქციაში მონაწილეებს.

 

10:30-ზე პოლიტოლოგი და ექსპერტი ვახტანგ მაისაია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რისკები და საფრთხეები  რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ; ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა; გაუჩინარებული ვლადიმერ პუტინი;

 

11:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება, მიმდინარე პროცესები.

 

10:30 -პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის განყოფილების უფროსის, შორენა კახიძის შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

 

11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაიმართება ეროვნული სივრცითი მონაცემების  (NSDI) ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის  სხდომა.

 

11:00 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მედიკამენტების კანონპროექტი.

 

11:00-ზე უშიშროების საბჭოს და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თანამშრომლობისა და იტეგრაციის შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის; ნატოს საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა საქართველოში.

 

12:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც განიხილება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები,კატები) მოვლა – პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტი.

 

12:30 სთ-ზე “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რუსეთ-ცხინვალის ხელშეკრულება, მიმდნარე პროცესები.

 

13:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში  ორგანიზაცია  “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის”  ხელმძღვანელი ზაზა ჭაია პოლიციელების უფლებების შელახვის შესახებ ისაუბრებს და კონკრეტულ ფაქტებს დაასახელებს.

 

13:00 საათზე რუსთაველის ძეგლთან მართავს გამაფრთხილებელ პრეფორმანს-აქცისა, სადაც ცეცხლი მოეკიდება და დაიწვება ნაციონალური მოძრაობის ოფისის მაკეტი, რითაც გამოიხატება საზოგადოების ალეგორიული დამოკიდებულება ნაციონალური პარტიის, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მიმართ. ამსთან დარიგდება ფლაერები და დაანონსდება 21 მარტს 15:00 საათზე საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ნაციონალების გასაპროტესტებლად დაგეგმილი კონტრ-აქცია.

 

13:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა , ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

თემა: სამედიცინო პროდუქტის ქართულ ენაზე დართული ანოტაციით რეალიზაციის სამართლებრივი რეგულაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი