ახალი ამბები

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის თაობაზე

18 მარტი, 2015 •
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის თაობაზე

კანონპროექტი ავტორი კობა სუბელიანია, მან დღეს კანონპროექტი პირველი მოსმენით განხილვისთვის წარადგინა. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, მაგრამ მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ ბავშვებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება.

 

 „ეს არის უაღრესად ფაქიზი პრობლემა, რომლითაც დაინტერესებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი და ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება“,- თქვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ. 

 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის კვლევითმა დეპარტამენტმა აღნიშნული პრაქტიკა მსოფლიოს 30 ქვეყნის მაგალითზე შეისწავლა და, როგორც გაირკვა, 6 წლამდე ასაკის ბავშვებს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის და მალტის სკოლებში იღებენ.

 

„ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ყველაფერი მივანდოთ მშობლებს, ვფიქრობ, რომ 5 წლის ბავშვის სკოლაში გაშვება მიზანშეწონილი არ არის. მთელი ძალისხმევა იქით უნდა გადავიტანოთ, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნას მოსამზადებელი კლასები – შეიძლება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, მაგრამ, რაც მთავარია, ამისთვის მომზადდნენ მასწავლებლები“, – განაცხადა კიღურაძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი